ლევან მახაშვილი - საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
ლევან მახაშვილი - საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის მხარდაჭერის მობილიზება, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ევროპული მხარისთვის გაცნობა, შემდგომი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვა, ევროპარლამენტთან და ბელგიის პარლამენტთან ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება. ასევე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიისა და რეგიონში არსებული სხვა საფრთხეების განხილვა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიზანი ყველასგან ნათელია – საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული სახელმწიფოებია, ევროპული აწმყოთი და ევროპული მომავლით.

„ისტორიული ცვლილებების ფონზე ისეთი შესაძლებლობებია, თაობებში ერთხელ რომ ჩნდება ხოლმე. ჩემმა თაობამ აუცილებლად წარმატებით უნდა მიიყვანოს ბოლომდე 1991 წლის 31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმით დაწყებული საქმე. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის მხარდაჭერის მობილიზება, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ევროპული მხარისთვის გაცნობა და შემდგომი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვა, ევროპარლამენტთან და ბელგიის პარლამენტთან ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიის და რეგიონში არსებული სხვა საფრთხეების განხილვა. ყველა ამ მიმართულებით ნაყოფიერი შეხვედრები და დისკუსიები გავმართეთ ევროკავშირის, ნატოს და ბელგიის სამეფოს უმაღლესი და მაღალი რანგის პირებთან, მათ შორის, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ჯოანა მირჩასა და ბელგიის ფედერალური პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან. საქართველო-ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წლის თავზე, ასევე, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება“,- წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.