ლევან მახაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ დროს ჩვეულებრივი პაიკი იყო, რადიკალური ძალების მხრიდან გამოყენებული, როგორც კი რადიკალიზაციაში თავისი როლი შეასრულა, მოხდა მისი გარიყვა
ლევან მახაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ დროს ჩვეულებრივი პაიკი იყო, რადიკალური ძალების მხრიდან გამოყენებული, როგორც კი რადიკალიზაციაში თავისი როლი შეასრულა, მოხდა მისი გარიყვა

სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტულ დროს ჩვეულებრივი პაიკი იყო, გამოყენებული რადიკალური ძალების მხრიდან. როგორც კი მან თანამდებობა დატოვა, იმ წამიდანვე მისი გარიყვა დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ხანდახან უშვერი სიტყვებითაც ლანძღავენ.

„მოულოდნელი არაფერია. როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა რადიკალიზაციაში თავისი როლი შეასრულა, იმ მომენტიდან მისი გარიყვა მოხდა. ყველა ძალას თავისი ინტერესი აქვს და, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილზე ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს არ გაცვლიან“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.