ლევან მახაშვილი - საკადრო გადაადგილების მიზანია, მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩაიბარონ იმ პირებმა, რომლებმაც გასული თვეების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ საქმის შესრულება მაღალ დონეზე შეუძლიათ
ლევან მახაშვილი - საკადრო გადაადგილების მიზანია, მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩაიბარონ იმ პირებმა, რომლებმაც გასული თვეების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ საქმის შესრულება მაღალ დონეზე შეუძლიათ

ოპონენტებს შეუძლიათ, ცივი წყალი დალიონ. მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრს და სხვა მინისტრებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული.

„მთავრობის ადმინისტრაციის როლი რა არის? ოპონენტებს შეუძლიათ, ცივი წყალი დალიონ. ადმინისტრაციის მთავარი ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრს და სხვა მინისტრებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. დღეს ცალკე აპარატის აუცილებლობა არ დგას, არსებული რესურსით მთავრობის ადმინისტრაციას მხარს დაუჭერს. არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მთავრობა ნაბიჯებს დგამს, რათა როგორც ინსტიტუციურად, ასევე ადამიანური რესურსებით მაქსიმალურად იყოს გამოყენებული სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობები. საკადრო გადაადგილების მიზანია, მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩაიბარონ იმ პირებმა, რომლებმაც გასული თვეების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ, თავიანთი საქმიანობა მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულონ. გეკა გელაძე გამორჩეული იყო ორგანიზებული დანაშაულის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში“, – განაცხადა მახაშვილმა.