ლევან მახაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნით შევეცდებით, ცალსახად გაეცეს პასუხი კითხვებს, რაც აქვს მოსახლეობას 2003-2012 წლების ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე
ლევან მახაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნით შევეცდებით, ცალსახად გაეცეს პასუხი კითხვებს, რაც აქვს მოსახლეობას 2003-2012 წლების ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით შევეცდებით, ცალსახად იყოს გაცემული პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოსახლეობას აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, კომისია, პირველ რიგში, პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების რეჟიმსა და ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებზე. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენ ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც, პირველ რიგში, პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს; მეორე, შეისწავლის დანაშაულებს, რომლებიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან. ამით ჩვენ შევეცდებით, ერთხელ და საბოლოოდ დავხუროთ ისტორიის ეს ნაწილი და ცალსახად იყოს გაცემული პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.