ლევან მახაშვილი - საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია რადიკალების ერთგვარი სახეა, ძალიან კარგად ასახავს იმ რადიკალურ სულისკვეთებას, რასაც ეს ძალები განასახიერებენ
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია რადიკალების ერთგვარი სახეა, ძალიან კარგად ასახავს იმ რადიკალურ სულისკვეთებას, რასაც ეს ძალები განასახიერებენ, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაპირისპირებები უფრო მეტი რადიკალიზმი და რადიკალიზაციაა.
„ჩვენთვის ამ ნაწილში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა. თავად ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტს მხოლოდ რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. მეტყველებს თუნდაც იმაზეც, რომ, როგორც ჩანს, არც საფრანგეთში, მასშტაბურ დონეზე არ არის იმის სურვილი, რომ მეტი დაპირისპირება და მეტი ამ ტიპის რადიკალიზაცია იყოს, მათ შორის, საქართველოსთან. მსოფლიო შეიცვალა, დღეს აბსოლუტურად სხვა გარემოა, სხვა განწყობებია და მომავალთან დაკავშირებით სხვა მოლოდინებია, მოლოდინები მეტი დიალოგის და მეტი თანამშრომლობის, და არა ეს ძველი ერთი და იგივე მცდელობები, რომ ქვეყანასთან ტყუილების და მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების საფუძველზე მოხდეს ურთიერთობების უფრო მეტად გაფუჭება“, – განაცხადა მახაშვილმა.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც „საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ კურსს გმობს და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს“.