ლევან მახაშვილი - ქვეყანას კომიკური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიცია ჰყავს, რომლებიც ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ზრუნვის ნაცვლად, ეგოისტურ შიდაპარტიულ ბრძოლებში არიან ჩართულნი
ოპოზიციაში ტრაგიკომიკური სიტუაციაა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მხოლოდ ჩართულნი არიან უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში.
„კომიკურია იმიტომ, რომ იწილობიწილოს ვხედავთ. ეს არაფრის მომცემია არც პარტიული და არც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ამავე დროს, ეს ტრაგიკული მოვლენაა, რადგან ქვეყანას ასეთი კომიკური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიცია ჰყავს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ზრუნავდნენ, ეგოისტურ შიდაპარტიულ ბრძოლებში არიან ჩართულნი. ბუნებრივიცაა და არაერთხელ გვითქვამს ასეთი პოლიტიკური ძალების მომავალი, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე და ქვეყანაზე არ ზრუნავენ. ისინი მხოლოდ ჩართულნი არიან უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში“, – განაცხადა მახაშვილმა.