ლევან მახაშვილი - ქაჯეთის ციხეებიდან საუბარი ღიმილის მომგვრელია, ვინმეს თუ ქართული პოლიტიკის კეთება უნდა, აქ, საქართველოში აკეთოს
ქაჯეთის ციხეებიდან საუბარი ღიმილის მომგვრელია. ვინმეს თუ ქართული პოლიტიკის კეთება უნდა, აქ, საქართველოში აკეთოს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მანდატებზე უარის თქმის ფასი ოპოზიციისთვის მხარდამჭერების შემცირება იყო.
„ოპოზიციამ მანდატების გამოყენებაზე უარი როდესაც თქვა, ეს შევაფასეთ, როგორც მძიმე პოლიტიკური შეცდომა, რასაც თავისი პოლიტიკური ფასი ექნებოდა. ეს არის ამომრჩევლის იგნორირება და შეურაცხყოფა. ამ ყველაფრის ფასი მათი მხარდამჭერების შემცირება იყო. ეს აღიარება არის მცდელობა, თავიანთი შეცდომა გამოასწორონ. თუმცა არჩევნებზე გამოჩნდება, ეს გაამართლებს თუ არა. ქაჯეთის ციხეებიდან საუბარი ღიმილის მომგვრელია. თუ ვინმეს ქართული პოლიტიკის კეთება უნდა, საკმარისი სივრცე და შესაძლებლობაა, რომ პოლიტიკა აქ, საქართველოში აკეთოს“, – განაცხადა მახაშვილმა.