ლევან მახაშვილი - ოპოზიციის გადასაწყვეტია, რისთვის მოემზადებიან, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით და მოქალაქეებთან კომუნიკაცია არც შეგვიწყვეტია
ლევან მახაშვილი - ოპოზიციის გადასაწყვეტია, რისთვის მოემზადებიან, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით და მოქალაქეებთან კომუნიკაცია არც შეგვიწყვეტია

მოემზადონ, რისთვისაც უნდათ. მოემზადონ – ცუდი ამინდებისთვის, წვიმისთვის, მარიამობისთვის, გიორგობისთვის, მათი გადასაწყვეტია, რისთვის მოემზადებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ლევან მახაშვილმა კომენტარი გააკეთა „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.

მახაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მოქალაქეებთან კომუნიკაცია არ შეუწყვეტია.

„მოემზადონ, რისთვისაც უნდათ. მოემზადონ – ცუდი ამინდებისთვის, წვიმისთვის, მარიამობისთვის, გიორგობისთვის, მათი გადასაწყვეტია, რისთვის მოემზადებიან. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით და მოქალაქეებთან კომუნიკაცია არც შეგვიწყვეტია. მათი გადასაწყვეტია, რამდენად ამბიციური გეგმა ექნებათ. მათ აქამდე იმდენი არარეალისტური რაღაც თქვეს, რომ მომავალში მათგან არაფერი გაგვიკვირდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.