ლევან მახაშვილი - ოპოზიციის ახალი მცდელობაა, რომ მოძრაობის სათავეში სალომე ზურაბიშვილი დაიყენონ და პოლიტიკურ არენაზე საკუთარი ბედი ასე სცადონ, არ მგონია, ეს წარმატებული იყოს
ლევან მახაშვილი - ოპოზიციის ახალი მცდელობაა, რომ მოძრაობის სათავეში სალომე ზურაბიშვილი დაიყენონ და პოლიტიკურ არენაზე საკუთარი ბედი ასე სცადონ, არ მგონია, ეს წარმატებული იყოს

ოპოზიციის ახალი მცდელობაა, რომ მოძრაობის სათავეში სალომე ზურაბიშვილი დაიყენონ და პოლიტიკურ არენაზე საკუთარი ბედი ასე სცადონ. არ მგონია, ეს წარმატებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი თუ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგება, ეს, შესაძლოა, იყოს მისი ფორმალური ხელმძღვანელობა, რეალური მართვის სადავეები კი ისევ „ნაცმოძრაობას“ ექნება.

„ოპოზიციამ აწყობა და გადაწყობა ბევრჯერ სცადა, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათი ახალი მცდელობაა, რომ ამ მოძრაობის სათავეში სალომე ზურაბიშვილი დაიყენონ და პოლიტიკურ არენაზე საკუთარი ბედი ასე სცადონ. არ მგონია, ეს წარმატებული იყოს. საქართველოში პოლიტიკურ აქტიურობას სერიოზული პარტიული ინფრასტრუქტურა სჭირდება. ეს „ნაცმოძრაობას“ აქვს და სალომე ზურაბიშვილი ამ სახის ინფრასტრუქტურას სრულიად მოწყვეტილია. ზურაბიშვილი თუ მათ სათავეში ჩაუდგება, ეს, შეიძლება, იყოს მისი ფორმალური ხელმძღვანელობა, რეალური მართვის სადავეები კი ისევ „ნაცმოძრაობას“ ექნება. ალბათ ზურაბიშვილი შირმა და სახე იქნება ამ მოძრაობის“, – განაცხადა მახაშვილმა.