ლევან მახაშვილი - ოპოზიციაში კიდევ აქვთ დრო, რომ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ
ლევან მახაშვილი - ოპოზიციაში კიდევ აქვთ დრო, რომ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ

უკვე რამდენიმე კვირაა, ქაოტურ პროცესს ვაკვირდებით. ოპოზიციას ვურჩევთ, რომ სისტემურად კონსტრუქციულ და ცივილურ გარემოს დაუბრუნდნენ, რადგან ეს იქნება მათი მთავარი გეგმაც და მიზანიც, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს დრო, დაუბრუნდეს საპარლამენტო საქმიანობას.

„პარლამენტს მათთვის მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ამიტომ მათ კიდევ დრო აქვთ, რომ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა მახაშვილმა.