ლევან მახაშვილი - ოპოზიციაში იდეათა სრული სიღარიბეა, მათი იდეების ბუკეტი პირდაპირი ბილეთია არჩევნებში გარდაუვალი მარცხისთვის, სჯობს, პოლიტიკურ მატრაკვეცობას თავი დაანებონ
ოპოზიციაში იდეათა სრული სიღარიბეა. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივებით ესაუბრონ, რაღაც ახალ-ახალ იდეებს ახმოვანებენ, რაზე მსჯელობაც ღიმილის გარეშე გამიჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ოპოზიციას საშუალება აქვს, მოსახლეობას იდეები წარუდგინოს.
„არჩევნებს თავისი წესები აქვს და სჯობს, არჩევნებისთვის მოემზადონ. სხვა შემთხვევაში, მათი იდეების ბუკეტი პირდაპირი ბილეთია არჩევნებში გარდაუვალი მარცხისთვის. საშუალება აქვთ, მოსახლეობას იდეები წარუდგინონ და სჯობს, პოლიტიკურ მატრაკვეცობას თავი დაანებონ. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდებიან“, – განაცხადა მახაშვილმა.