ლევან მახაშვილი - ოპოზიციამ სიტუაციის დაძაბვისთვის შიგნით და გარეთ ყველაფერი გააკეთა, ჩვენც ვიმუშავეთ და გეგმები ჩაეშალათ, საზოგადოების დაკვეთა რადიკალიზაცია და რევოლუცია არ არის
ლევან მახაშვილი - ოპოზიციამ სიტუაციის დაძაბვისთვის შიგნით და გარეთ ყველაფერი გააკეთა, ჩვენც ვიმუშავეთ და გეგმები ჩაეშალათ, საზოგადოების დაკვეთა რადიკალიზაცია და რევოლუცია არ არის

ოპოზიციამ სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვისთვის შიგნით და გარეთ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ჩვენც ვიმუშავეთ და გეგმები ჩაეშალათ, რადგან საზოგადოების დაკვეთა რადიკალიზაცია, რევოლუცია და აჯანყება არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები რადიკალურ ჯგუფებად გადაიქცნენ.

„ნაცვლად იმისა, ოპონირება კონსტრუქციულად გაგვიწიონ, აწყობენ ხელისუფლების დამხობის გეგმებს და ა.შ. როცა გარე აქტორების განცხადებები გვესმის, სჯობს, ასეთ პოლიტიკოსებს მოუწოდონ კონსტრუქციულ დიალოგში შესვლა. სხვა მხრივ, როცა 4 ოქტომბერზე ხმას არ იღებენ და არაფერს ამბობენ, გასაგებია, მათი გულწრფელი სურვილი არ არის, ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესი იყოს. ოპოზიციამ შიგნით და გარეთ ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაეძაბათ და მიმდინარე პროცესების დისკრედიტაცია მოეხდინათ. ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ამის საპირისპიროდ ჩვენც ვიმუშავეთ და გეგმები ჩაეშალათ, რადგან საზოგადოების დაკვეთა რადიკალიზაცია, რევოლუცია და აჯანყება არ არის, რასაც ეს ვითომ პოლიტიკური ჯგუფები ამბობენ. ეს რადიკალური ჯგუფების საქმიანობაა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.