ლევან მახაშვილი - მოლოდინია, რომ ჰელსინკის კომისიის შეხვედრაზეც ხელისუფლების ლანძღვა-გინება იქნება, ეცდებიან, ცრუ იარლიყები მიაწებონ ხელისუფლებას და კონგრესში გარკვეული წარმოდგენები შექმნან
მოლოდინია, რომ ამ შეხვედრაზეც ხელისუფლების ლანძღვა-გინება იქნება, მცდელობა იქნება, რომ ყალბი, ცრუ იარლიყები მიაწებონ ხელისუფლებას და კონგრესში გარკვეული წარმოდგენები შექმნან, რომლებიც დაეყრდნობა არა სიმართლეს, არამედ ტყუილს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმედია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვას ეცდება.
„ეს ჰაერზე მოტანილი მოლოდინი არ არის, აქამდეც ვნახეთ. რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, ეს იქნება თუ არა, ამით ორმხრივ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენს ნაბიჯებს დადებითად გამოეხმაურება და ურთიერთობები გადაიტვირთება. იმედია, ეს მოლოდინები გამართლდება“, – განაცხადა მახაშვილმა.