ლევან მახაშვილი – მცდელობებია, სასამართლოზე თუ სხვა ინსტიტუტზე გარე კონტროლი დაამყარონ, არასწორ შეფასებებს შეგნებულად იყენებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებას რეპუტაცია შეულახონ

16:47, 18.11.2026

საზოგადოებამ ის ორმაგი სტანდარტი არაერთხელ დაინახა, რასაც ბრიუსელში ზოგიერთი აჟიტირებული ბიუროკრატი ეწევა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტის მიზანიც მარტივი იყო.

„მათი ამოცანა იყო, საქართველოში გარკვეული ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგი გატარებულიყო. ამის გამო იყო, რომ საფრანგეთში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს დამნაშავეს ეძახიან, საქართველოში კი – პოლიტიკურ პატიმარს. ეს არის ორმაგი სტანდარტი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის გასატარებლად. საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანი საქართველოს დაცვა იყო და ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი ახალი არ არის. მცდელობას ვხედავთ, რომ სასამართლოზე თუ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტზე გარე პოლიტიკური კონტროლი დაამყარონ და ამ მიზნით სწორედ ის აღქმები და არასწორი შეფასებები გამოიყენონ, რომლებსაც სპეციალურად, შეგნებულად იყენებენ, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენები დაამახინჯონ და საქართველოს ხელისუფლებას რეპუტაცია შეულახონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მსგავსი