ლევან მახაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაქცევას ცდილობს, რა მტკიცებულებების საფუძველზე ლაპარაკობს, არაფერი აქვს, ფუჭი, ცარიელი სიტყვებია
ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ცარიელი სიტყვებით მცდელობაა, რომ დააშინონ სახელმწიფოს წარმომადგენლები და შეაფერხონ სამართლებრივი პროცესი, მეტი, ამ ანატომიის უკან არაფერი დევს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაქცევას ცდილობს.
„ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაქცევას ცდილობს. რა მტკიცებულებების საფუძველზე ლაპარაკობს – არაფერი აქვს, ფუჭი, ცარიელი სიტყვებია. ამიტომ, რაც არ უნდა პოლიტიკური კუდები მოაბან საკუთარ ქმედებებს და სხვისი უბედურებით ითამაშონ, ვერავინ ვერ გაექცევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დიდი ალბათობით, სხვა გამოკითხვებიც იმას დაადასტურებს, რომ სხვა ადამიანების ბედით თუ უბედურებით მანიპულირებას ცდილობენ. არავის არაფერს ვედავებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი დანაშაული თავად აღიარა. საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები დევს, ამ ადამიანს პირდაპირ ადებენ ხელს. სამწუხაროდ, მაღალი თანამდებობის პირები მიუთითებენ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. მისი მხრიდან ცარიელი სიტყვებით მცდელობაა, რომ დააშინონ სახელმწიფოს წარმომადგენლები და შეაფერხონ სამართლებრივი პროცესი. მეტი, ამ ანატომიის უკან არაფერი დევს“, – განაცხადა მახაშვილმა.