ლევან მახაშვილი – გვქონდა იმედი, რომ ევროკავშირში გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ახალისებენ

16:58, 25.09.2026

ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან „კორძის“ საკითხზე იმედის გამაცრუებელი პოსტი იყო. გვქონდა იმედი, რომ გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ამ ფორმით ახალისებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ ამ პროცესის არანაირი გადააზრება არ არის.

„ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან „კორძის“ საკითხზე იმედის გამაცრუებელი პოსტი იყო. რატომღაც ამ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ყველას გვქონდა იმედი, რომ გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ამ ფორმით ახალისებენ. სამწუხაროდ, ფაქტობრივად, ამ განცხადებით დადასტურდა, რომ ამ პროცესის არანაირი გადააზრება არ არის. როგორც ჩანს, ბრიუსელის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციის წახალისებას მომავალშიც ვიხილავთ. ყველამ გაიაზროს, ასეთი ქმედებით აზიანებენ ევროკავშირის იდეას. შემდეგ, ხელს სხვისკენ ნუ გაიშვერენ. ევროკავშირის რეპუტაციას საკუთარი ხელით აზიანებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მსგავსი