ლევან მახაშვილი – გამოკითხვა იმ ნეგატიურ განწყობებს აფიქსირებს, რასაც ევროპული ხელისუფლებები აწარმოებენ, ბრიუსელი პოლიტიკას თუ არ შეცვლის, უკმაყოფილება გაიზრდება

18:00, 27.01.2026

გამოკითხვა იმ ნეგატიურ განწყობებსა და დამოკიდებულებებს სწორად აფიქსირებს, რაც ევროპულ საზოგადოებაშია არასწორი ეკონომიკური, პოლიტიკური, მიგრაციული თუ სხვა პოლიტიკის გამო და რასაც ევროპული ხელისუფლებები აწარმოებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ლევან მახაშვილმა კომენტარი გააკეთა კომპანია FGS Global-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს.

„ლოგიკური გაგრძელებაა მარცხით დასრულებული ბრიუსელის პოლიტიკის, იმ არასწორი თამაშის, რასაც ბრიუსელი თამაშობდა ქვეყნის შიგნით და გარეთ. დარწმუნებული ვარ, ეს უკმაყოფილება გაიზრდება, მათ შორის, შიდა დაპირისპირებები, თუ ბრიუსელი თავის პოლიტიკას არ შეიცვლის, რადგან ეს პოლიტიკა აგებული იყო მხოლოდ კატეგორიულ, უკიდურესს რუსოფობიაზე და სრულად უგულვებელყოფდა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებს. ბუნებრივია როგორც მოსახლეობის რეაქცია, ასევე ეს პრობლემები. სამწუხაროდ, ეს ის მდგომარეობაა, რასაც ევროკავშირში ვხედავთ. ეს ჩვენთვის კარგი არ არის, ჩვენი მიზანი ჯანსაღი და ძლიერი ევროპაა. ეს პოლიტიკა ასეთ ევროპას ხელს არ უწყობს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მსგავსი