ლევან მახაშვილი - ევროპული საბჭოს დასკვნაში ისევ პოლიტიკური შეფასებები იყო, რაც 16 დეკემბერს მოვისმინეთ, ჩვენი მიდგომაა, ჯანსაღ ურთიერთობებს დავუბრუნდეთ, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე
ლევან მახაშვილი - ევროპული საბჭოს დასკვნაში ისევ პოლიტიკური შეფასებები იყო, რაც 16 დეკემბერს მოვისმინეთ, ჩვენი მიდგომაა, ჯანსაღ ურთიერთობებს დავუბრუნდეთ, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე

ევროპული საბჭოს დასკვნაში ისევ პოლიტიკური შეფასებები იყო, რაც 16 დეკემბერს მოვისმინეთ. ჩვენი მიდგომაა, ჯანსაღ ურთიერთობებს დავუბრუნდეთ, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე, – ამის შესახებ  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მახაშვილი ლიდერების სამიტის პირველი დღის შემდეგ ევროპული საბჭოს შემაჯამებელ დოკუმენტს გამოეხმაურა.

„ევროპული საბჭოსგან არცერთ დამატებით გადაწყვეტილებას არ ველოდებოდით, იმაზე მეტს, ვიდრე 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იყო. სანქციებზე არაფერი თქმულა, მათ შორის არც დიპლომატიურ პასპორტებზე, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტერიალმა ევროკომისიას საკითხის შესწავლა დაავალა. ცალკე სანახავია, ამას რა განვითარება მოჰყვება და რა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ევროკომისია. საკითხი ისევ მინისტერიალზე უნდა დაბუნდეს. ეს გრძელვადიანი ბიუროკრატიული პროცესია. რა შედეგი მოჰყვება, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ევროპული საბჭოს დასკვნაში ისევ პოლიტიკური შეფასებები იყო, რაც 16 დეკემბერს მოვისმინეთ. ჩვენი მიდგომაა, ნორმალურ ჯანსაღ ურთიერთობებს დავუბრუნდეთ, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე“, – განაცხადა მახაშვილმა.