ლევან მახაშვილი – ეს ადამიანები გაწირეს არა მხოლოდ ციხეში ყოფნისთვის, არამედ როცა გარეთ გამოსვლა გადაწყვიტეს, აბულინგებენ, წნეხის ქვეშ ამყოფებენ, რადგან მათი გარეთ ყოფნა არავის სჭირდება

12:34, 04.09.2026

ვინ რისთვის იყენებდა პატიმრობაში მყოფ პირებს, მკაფიოა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ისინი იყვნენ პოლიტიკური აქტივობისთვის გამოყენებული, რათა კანონთან დაეპირისპირებინათ და რიგით პაიკად გაეწირათ, რომ შემდეგ რეზოლუციების მომზადების თუ განცხადებების საფუძველი ჰქონოდათ.

„მათ არ უყურებენ, როგორც ადამიანებს, უყურებენ, როგორც საგანს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს საკუთარი პოლიტიკური აქტივობისთვის. როცა საქმე საქმეზე მიდგება, თვალის დახამხამების გარეშე დავინახეთ, რომ ეს ადამიანები გაწირეს არა მხოლოდ ციხეში ყოფნისთვის, არამედ როცა ამ ადამიანებმა გარეთ გამოსვლა გადაწყვიტეს, მათ აბულინგებენ, წნეხის ქვეშ ამყოფებენ, რადგან მათი გარეთ ყოფნა არავის სჭირდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მსგავსი