ლევან მახაშვილი – დიდი იმედი მაქვს, გათითოკაცებული თუ გათითოქალებული „ნაციონალური მოძრაობის“ გედის ბოლო სიმღერას ვხედავთ

11:45, 06.08.2026

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ბოლო საკადრო გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ისინი ისევ რადიკალიზაციის გზას დაადგნენ.

დეპუტატის თქმით, საკადრო გადაწყვეტილებები თუ ისე მიიღეს, როგორც ისინი აპირებენ, ეს იქნება ის წერტილი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა კონსტრუქციულ პოლიტიკურ პარტიამდე აღარ იარსებებს.

„დიდი იმედი მაქვს, გათითოკაცებული თუ გათითოქალებული „ნაციონალური მოძრაობის“ გედის ბოლო სიმღერას ვხედავთ. ამ პარტიის დანაშაულებრივი წარსული ვიცით, თუმცა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ისინი რადიკალიზაციის გზას ისევ დაადგნენ. იმედია, ქართულ პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ იქნება. ამით ქვეყანას საშუალებას მისცემენ, მშვიდად განვითარდეს დომხალის და შიდა დაპირისპირების მცდელობის გარეშე“, – განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი