ლევან მახაშვილი - დემოკრატიულ საზოგადოებაში დიალოგი იმ ძალებთან წარიმართება, ვინც მოსახლეობის არჩევანს პატივს სცემს, დიალოგი ვერ იქნება დამნაშავე პარტიებთან
ლევან მახაშვილი - დემოკრატიულ საზოგადოებაში დიალოგი იმ ძალებთან წარიმართება, ვინც მოსახლეობის არჩევანს პატივს სცემს, დიალოგი ვერ იქნება დამნაშავე პარტიებთან

დიალოგის ნაწილში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გზავნილები მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დიალოგი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია. ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დაილოგს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისი ფორმატი აქვს.

„დიალოგის ფორმატების სრული იგნორირება იყო. რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას და მოწოდებას მივესალმებით. ყველას მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ დემოკრატიას და დიალოგის ფორმატებს ნაცვლად მანდატების დახევის, არჩევნების შედეგების უგულვებელყოფას. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ფორმატები არ გამოიყენა შეგნებულად და არა შეცდომით. ამ ეტაპზე დიალოგი შესაძლებელია პარლამენტში იმ პარტიებს შორის, რომელთაც არჩევნების შედეგებს პატივი სცენ. სხვა შემთხვევაში, არჩევნები 2028 წელს იქნება და ოპოზიციის ნაწილს საშუალება ექნება, დაამტკიცოს, დიალოგის მომხრეა თუ არა. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში დიალოგი იმ ძალებთან წარიმართება, ვინც მოსახლეობის არჩევანს პატივს სცემს და დიალოგი ვერ იქნება დამნაშავე პარტიებთან, რომლებიც არჩევნებში არ მინაწილეობენ, პარლამენტში არ შემოდიან“, – განაცხადა მახაშვილმა.