ლევან მახაშვილი - არ გაამართლა არჩევნების რადიკალიზაციამ, დემონსტრაციებმა და ოპოზიციაში ახლა ცდილობენ, დალაგდნენ, ლიდერი მოძებნონ, მათი ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული
ლევან მახაშვილი - არ გაამართლა არჩევნების რადიკალიზაციამ, დემონსტრაციებმა და ოპოზიციაში ახლა ცდილობენ, დალაგდნენ, ლიდერი მოძებნონ, მათი ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული

ოპოზიციაში ხავსს ეჭიდებიან. არ გაამართლა არჩევნების რადიკალიზაციამ, დემონსტრაციებმა და ახლა ცდილობენ, დალაგდნენ, პროცესების ლიდერი მოძებნონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თმით, მათი ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული.

„მცდელობა გვქონდა, ის მაინც გაგვეგო, რა გეგმა აქვთ. არ ამბობენ და ვერ გეტყვით, რა გეგმა აქვთ. ხავსს ეჭიდებიან. როცა არ გაამართლა არჩევნების რადიკალიზაციამ, არჩევნების არაღიარების მასშტაბურმა მცდელობებმა და არანაირად – დემონსტრაციამ, ახლა ცდილობენ, რამენაირად გადალაგდნენ და საკუთარი თავი იპოვონ, ამ პროცესების ლიდერი მოძებნონ, რომელიც შეიძლება, ამ პროცესებს სათავეში ჩაუდგნენ და ამით სცადონ პროცესებში შემოსვლა. როგორც ჩანს, მათ სურვილი აქვთ, როცა პრეზიდენტი თავის საქმიანობას დაასრულებს, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ ფლანგს. ისტორიამ აჩვენა, რომ მათი ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული“, – განაცხადა მახაშვილმა.