ლევან მახაშვილი - ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს ჰოლოკოსტის ტრაგედიების შესახებ, რათა მომავალში აღარ განმეორდეს
ლევან მახაშვილი - ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს ჰოლოკოსტის ტრაგედიების შესახებ, რათა მომავალში აღარ განმეორდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში, არის მისი და ზოგადად, საქართველოს ძალიან მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის მიუღებელია ძალადობა, ექსტრემიზმი, ეთნიკურ ნიადაგზე შეუწყნარებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის წარმომადგენელმა, ლევან მახაშვილმა განუცხადა.

ლევან მახაშვილი უკრაინაში იმყოფება, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

კახა კუჭავა დღეს კიევში, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობებმა კარგად იცოდნენ მსგავსი ტრაგედიების თაობაზე, რათა მომავალში ეს აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.