ლევან მახაშვილი - 11 ივნისი ბრიუსელისთვის კარგი შესაძლებლობაა, დავინახოთ, არიან თუ არა სიღრმეებში ჩასვლით დაინტერესებული, თუ კიდევ ერთი ტექნიკური სპექტაკლია
უვიზო მიმოსვლის საკითხზე ბევრი პოლიტიკური ჟონგლიორობა და მცდელობა ვიხილეთ, თემა პოლიტიკური შანტაჟის ნაწილი გაეხადათ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, 11 ივნისის შეხვედრა ყველასთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, დაანახონ ყველას, რა აქვთ გულში.
„ბრიუსელისთვის კარგი შესაძლებლობაა, დავინახოთ, ამ საკითხზე დაინტერესებული არიან სიღრმეებში ჩასვლით თუ ეს არის კიდევ ერთი ტექნიკური სპექტაკლი საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების წინ. მზად ვართ, ამ თემას სერიოზულად მოვეკიდოთ და პოლიტიკური ჟონგლიორობის თემიდან დავუბრუნდეთ პოლიტიკური დიალოგის ფორმატს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.