ლევან მაისაშვილმა სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ლევან მაისაშვილმა სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

თამაში 2 ივლისს, პრეტორიაში საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. ეს პირველი თამაშია, რომელსაც „ბოკე“ მსოფლიო თასის ფინალური მატჩის შემდეგ გამართავს.

26 ივნისს ნიდერლანდებთან გამართული მატჩის შემდეგ, უცვლელი დარჩა ხაზი. ღერძს ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე შეადგენენ, ცენტრში კაპიტანი მერაბ შარიქაძე გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და მირიან მოდებაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი დავით ნინიაშვილია.

ცვლილებებია შერკინებაში. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ და მარჯვენა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ, მარცხენა ბურჯი კი გურამ გოგიჩაშვილია. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს დავით გიგაური შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში ორი ცვლილებაა – ფლანკერის ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძეა, შემკვრელად კი თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

მარქაფაში ექვსი მორკინალი გვყავს და მათგან ერთ-ერთი დებიუტანტია – ბურჯი ლუკა ჯაფარიძე. მეორე ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილია, ხოლო კვაჭის პოზიციაზე გიორგი ჭყოიძე შემოვა. შეცვლაზე ორი მეორეხაზელია – ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი ჯავახია, მესამე ხაზში კი ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ. 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე გაგვაძლიერებს, ხოლო ხაზში გიორგი ბაბუნაშვილი შევა.

საქართველოს ნაკრები

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (34 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ. 77 კეპი, 60 ქულა), 11. დემურ თაფლაძე (9 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (25 კეპი, 162 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (58 კეპი, 50 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (22 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (66 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (28 კეპი, 15 ქულა), 4. დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (67 კეპი, 10 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა საღინაძე (21 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (9კეპი, 10 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (5 კეპი), 18. ლუკა ჯაფარიძე(უკეპო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (31 კეპი), 20. გიორგი ჯავახია (6 კეპი, 5 ქულა); 21. გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (3 კეპი, 9 ქულა); 23. ილია სპანდერაშვილი (1 კეპი).

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი