ლევან მაისაშვილი - „შავი ლომი“ „თელ-ავივი ჰითთან“ მატჩისთვის კარგადაა მომზადებული #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - „შავი ლომი“ „თელ-ავივი ჰითთან“ მატჩისთვის კარგადაა მომზადებული #1TVSPORT

„შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა რაგბი ევროპის სუპერთასზე სადებიუტო შეხვედრისთვის მზადებაზე.

„ეს ჩვენი პირველი თამაშია და სამწუხაროდ, ტრავმირებულები გვყავს. ცუდი ისაა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე თამაშები ვერ ჩავატარეთ. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული და ბიჭებმა იციან, რა და როგორ გააკეთონ. იმედია, კარგად ითამაშებენ“, – ამბობს ლევან მაისაშვილი.

„შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეზეც ილაპარაკა:

„რაც შეეხება ისრაელის გუნდს, „თელ-ავივი ჰითს“, მათ თამაშზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია. თუმცა ვიცით, რომ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც ძლიერ ლიგებში უთამაშიათ და შეცდომებს არ გვაპატიებენ. ამიტომ ასეთი რამ უნდა გამოვრიცხოთ“.

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი წინასამატჩო შეკრებას „შევარდენის“ ბაზაზე გადის. „შავი ლომი“ პირველ მატჩს ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართავს. 16 ოქტომბერს 17 საათზე „თელ-ავივი ჰითს“ უმასპინძლებს. თამაში სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოსა და ისრაელში კოვიდ-ვითარების გაუარესების ფონზე, ოქტომბრისთვის გადაიდო.