ლევან მაისაშვილი - კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებს უმასპინძლებს. შეხვედრა თელავში გაიმართება. კახეთის რეგიონში პირველი სანაკრებო მატჩის გამართვას უმნიშვნელოვანესს უწოდებს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„მივესალმები რაგბის კავშირის ინიციატივას, რომ რაგბი რეგიონებში გავიდეს და გულშემატკივრებს ამ ტიპის თამაშების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდეს. კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა, რეგიონში რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კოვიდ-პანდემიის გამო სტადიონზე მაყურებელთა მხოლოდ 30% დაიშვება და ვიმედოვნებ, რომ ისინი კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებიან“.

„რაც შეეხება შემადგენლობას, სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე მიდის და სამატჩო რაზმი მათგან შეირჩა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშეთა ნაწილმა კივიდ 19 გადაიტანა, სელექციისას ლიმიტირებული ვიყავით. 26 ივნისის შეხვედრას განვიხილავთ როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ. დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია და საჭიროა შეთამაშება“.

rugby.ge