ლევან მაჭავარიანი - ზურაბიშვილი გამოირჩევა თავისი არათანმიმდევრულობით, ბუნდოვანი განცხადებებით, ოპოზიციამაც ვერ გაიგო ეს ყველაფერი და დაიღალა ქალბატონი სალომეს ამ რაღაც სახლობანას თამაშით
ქალბატონი ზურაბიშვილი, მით უმეტეს, ამ ბოლო დროს, გამოირჩევა თავისი არათანმიმდევრულობით, ბუნდოვანი განცხადებებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, თავად ოპოზიციაც დაიღალა „სალომე ზურაბიშვილის ამ რაღაც სახლობანას თამაშით“.
„ქალბატონი ზურაბიშვილი, მით უმეტეს, ამ ბოლო დროს, გამოირჩევა თავისი არათანმიმდევრულობით, ბუნდოვანი განცხადებებით. ჯერ ის აანონსებდა ალტერნატიული პარლამენტის შექმნას, შემდეგ, მგონი, ალტერნატიული მთავრობა ჩამოაყალიბეს. იქნებ გვითხრან, პრემიერად ვინ დანიშნეს, ახლა კიდევ რაღაც პლატფორმებზეა საუბარი. თვითონ ოპოზიციამაც ვერ გაიგო ეს ყველაფერი. უკვე ღიად აცხადებენ და თავად ოპოზიციაც დაიღალა ქალბატონი სალომეს ამ რაღაც სახლობანას თამაშით. დროა, ეს ქალბატონი შეეგუოს, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი და მალე დაბრუნდეს რეალობაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.