ლევან მაჭავარიანი - წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ რადიკალური ძალები აღმოჩენლიყვნენ, იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში
ლევან მაჭავარიანი - წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ რადიკალური ძალები აღმოჩენლიყვნენ, იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში

წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებაში რომ რადიკალური ძალები აღმოჩენილიყვნენ. საქართველოში იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, „დიდი ალბათობით, საქართველოს სხვა კონფლიქტშიც გახვევდნენ“.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 50%-ზე ნაკლები რომ აეღო ან ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე უმართავი პროცესი დაწყებულიყო და რადიკალური ძალები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ძალების და პერსონების მიერ ჩვენი ქვეყნის მართვა? 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს გაცხადებული ჰქონდა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნიდნენ. 49%-ის აღების შემთხვევაში ხელისუფლებაში ის ძალები მოდიოდნენ, ვისზეც ახლა მეკითხებით. წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, როცა ისინი ძალაუფლების ბერკეტებთან იქნებოდნენ. ნოემბერ-დეკემბრის აქციები უმართაობაში, ანარქიაში რომ გადასულიყო, როგორც იმ აქციის მონაწილეებს სურდათ, ნებსით თუ უნებლიეთ, დაფიქრებულად თუ დაუფიქრებლად, ეს ძალები რომ ხელისუფლებაში აღმოჩენილიყვნენ და „ქართული ოცნება“ წასულიყო სახლში, წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდა საქართველო? როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ჩაიბარებდა ამ ძალებიდან ძალოვან სამინისტროებს და ვინ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი? ეს კითხვა თავის თავს უნდა დაუსვას აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ამ აქციებში იღებდა მონაწილეობას და მიღებული პასუხით იხელმძღვანელონ. საქართველოში იქნებოდა იმაზე უარესი ვითარება, ვიდრე უკრაინაში. 100%-იანი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ ომში ვიქნებოდით. ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენს ქვეყანას სხვა კონფლიქტშიც გახვევდნენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.