ლევან მაჭავარიანი – ვისაც დაგაჯერეს, რომ ევროპარლამენტარმა თეთრზე შავი თუ თქვა, ე.ი. ეგრეა, ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტი „ჩადებულია“, გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

22:26, 30.11.2025

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მაჭავარიანი წერს, უფრო კრიტიკულ აზროვნებას ურჩევს მათ, ვისაც, მაგალითად, სჯერა, რომ გამჭვირვალობა – არაევროპული, „მოლოტოვის კოქტეილი“ „ევროპულია“, ხოლო ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტი „ჩადებულია“.

„ვისაც დაგაჯერეს, რომ ევროპარლამენტარმა თუ თეთრზე შავი თქვა, ე.ი. ეგრეა;
დაგაჯერეს, რომ ქართული კანონი რუსულია;
დაგაჯერეს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია;
დაგაჯერეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებს;
დაგაჯერეს, რომ ეს ვინმეს არარეალურად თუ მიაჩნია, ის „რუსეთუმეა“;
დაგაჯერეს, რომ უკრაინის ომი შესაძლებლობის ფანჯარაა ტერიტორიების დასაბრუნებლად;
დაგაჯერეს, რომ რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა;
დაგაჯერეს, რომ მთავრობას თანხმობა უნდა მიეცა ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნაზე;
დაგაჯერეს, რომ შავი ხვრელი ვართ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში;
დაგაჯერეს, რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ;
დაგაჯერეს, რომ ლაზარე გმირია;
დაგაჯერეს, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ „ევროპულია“;
დაგაჯერეს, რომ პოლიციელზე ძალადობა „მოსულა“;
დაგაჯერეს, რომ პარლამენტის დაწვა ნორმალურია;
დაგაჯერეს, რომ ელგებეტე პროპაგანდის საფრთხეები ჩვენი მოგონილია;
დაგაჯერეს, რომ კაცს შეუძლია, გახდეს ქალი და ქალს – კაცი;
დაგაჯერეს, რომ მიშას ვაწამებდით და ვკლავდით;
დაგაჯერეს, რომ მიშა პოლიტპატიმარია;
დაგაჯერეს, რომ ელჩების სასამართლოებზე სიარული ნორმალურია;
დაგაჯერეს, რომ ჯო უილსონი და მიხაილ როთი საქართველოზე გიჟდებიან;
დაგაჯერეს, რომ არჩევნებზე 400.000 ხმა გავაყალბეთ და 100.000 ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ;
დაგაჯერეს, რომ ეუთო/ოდირ-ი მოვისყიდეთ;
დაგაჯერეს, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა;
დაგაჯერეს, რომ რადიკალური ოპოზიცია „პროევროპულია“;
დაგაჯერეს, რომ ლომჯარია და გიგაური სამოქალაქო საზოგადოებაა;
დაგაჯერეს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი შეჩერებულია;
დაგაჯერეს, რომ მოლდოვა და უკრაინა რეფორმებით ჩვენზე წინ არიან;
დაგაჯერეს, რომ 4 ოქტომბერს ღობე ჩვენი გადაქლიბულია;
დაგაჯერეს, რომ „ემაარის“ ინვესტიცია საფრთხის შემცველია;
დაგაჯერეს, რომ ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტი ჩვენი „ჩადებულია“, გულწრფელად გირჩევთ, რომ უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.

მსგავსი