ლევან მაჭავარიანი - ვიდრე ახალი ინსტრუქციები არ წამოვა, ერთმანეთის კბენის რეჟიმში იქნებიან, როცა ინსტრუქცია იქნება, რომ სუფრის სათავეში ზურაბიშვილი უნდა დაჯდეს, ამას ასე იზამენ
ლევან მაჭავარიანი - ვიდრე ახალი ინსტრუქციები არ წამოვა, ერთმანეთის კბენის რეჟიმში იქნებიან, როცა ინსტრუქცია იქნება, რომ სუფრის სათავეში ზურაბიშვილი უნდა დაჯდეს, ამას ასე იზამენ

ოპოზიცია რა დღეშიც არის, ლოგიკურია, მათ „დიფ სთეითის“ დავალებების შემსრულებლად სალომე ზურაბიშვილი არ გამოადგათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭავარიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას ევროპიდან თანხების მობილიზებას ჰპირდებოდა, მაგრამ ვერ გააკეთა და ახლა ოპოზიცია მის მოშორებაზეა გადასული.

„ნიკა გვარამიას ზურაბიშვილი როგორ სძულს, ეს ვიცით. ვიდრე ახალი ინსტრუქციები წამოვა, ერთმანეთის კბენის რეჟიმში იქნებიან. როცა ინსტრუქცია იქნება, რომ სუფრის სათავეში ზურაბიშვილი უნდა დაჯდეს, ამას ასე იზამენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.