ლევან მაჭავარიანი – საქართველოს ენერგომომარაგების არანაირი პრობლემა არ ექნება

15:05, 05.08.2026

საქართველოს ენერგომომარაგების თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„მუშაობა მიმდინარეობს, ვინ ვის ესაუბრება, ამაზე საჯაროდ საუბარი დღეს ადრეა. რისი გარანტიაც შეგვიძლია მოქალაქეებს მივცეთ, არის ის, რომ საქართველოს ენერგომომარაგების თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ შეექმნება. სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე საჯარო საუბარი მართებული არ არის. ქვეყანას ენერგომომარაგების არანაირი პრობლემა არ ექნება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მსგავსი