ლევან მაჭავარიანი – სალომე ზურაბიშვილი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, დარწმუნებული ვარ, რომ ჰკითხოთ, იტყვის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტია
ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით რაღაც განცხადების გაკეთებას ყოველთვის ვერიდები, რადგან ქალბატონია, ასაკშია და სამწუხაროა, რომ დღემდე პარალელურ სამყაროშია. დარწმუნებული ვარ, მას რომ ჰკითხოთ, იტყვის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტია. ახალგაზრდა რომ იყოს, მისი განცხადებების შეფასებისას უფრო მკაცრი ვიქნებოდი, მაგრამ ასაკშია და როგორც ქართველი კაცი, ასაკსაც პატივს ვცემ და ქალბატონსაც. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.