ლევან მაჭავარიანი - საბოლოო ჯამში, გახარიამ აღიარა, რომ თანამდებობიდან გადადგომამდე აშშ-ის ელჩს შეხვდა და მთავარი თემა ნიკა მელია იყო, ფაქტია, მან გუნდს უღალატა
საბოლოო ჯამში, გახარიამ აღიარა, რომ თანამდებობიდან გადადგომამდე აშშ-ის ელჩს შეხვდა და მთავარი თემა ნიკა მელია იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ფაქტია, რომ გახარიამ გუნდს უღალატა.
„გუშინ გიორგი გახარიას სკანდალური აღიარება მოვისმინეთ. თურმე თანამდებობიდან გადადგომამდე ერთი-ორი დღით ადრე ელჩებს შეხვდა, მათ შორის ამერიკის ყოფილ ელჩს, დეგნანს. თავიდან დაბნეული იყო, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა, თითქოს არ ახსოვდა, რაზე ისაუბრეს. საბოლოო ჯამში, მან აღიარა, რომ ელჩთან შეხვედრაზე მთავარი თემა ნიკა მელია იყო. მოქალაქეებმა შეაფასონ, გახარია დეგნანისგან რა ინსტრუქციებს მიიღებდა. ფაქტია, რომ გახარიამ გუნდს უღალატა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.