ლევან მაჭავარიანი – „ქართული ოცნების“ პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგსა და ჰააგაში, არ მახსენდება ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ პოზიტიური გამოხმაურება ამ გამარჯვებებზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ საქმეებზე წერს.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, არ ახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და რადიკალური მედიასაშუალებების არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით.
„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში:
მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში;
დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე:
90-იან წლებში; 2008 წლის ომის დროს; ოკუპაციის პირობებში, განგრძობითად;
სამართლებრივ დოკუმენტებში დადასტურებულია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი; დევნილთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში;
რუსეთს დაკისრებული აქვს 465 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება;
ჰააგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებელი პირების მიმართ.
პ.ს. გაქარწყლებულია ყველა ბრალდება ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით, რაც მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმოწერით დააბრალა.
სამწუხაროდ, არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით“, – წერს ლევან მაჭავარიანი.