ლევან მაჭავარიანი – ოპოზიცია ელჩებს საარჩევნო კამპანიების დროსაც ხვდება, საარჩევნო ფორმირებას მათ ეკითხებოდნენ, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან

15:49, 20.10.2026

ოპოზიცია  ელჩებს ხვდება და ამაში არაფერია ახალი, ისინი ელჩებს არა მხოლოდ ახლა, არამედ საარჩევნო კამპანიების დროს ხვდებოდნენ და საარჩევნო ფორმირებას მათ ეკითხებოდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ქვეყნებშიც აქტიურად დადიოდნენ, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ.

„ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხთან ჰქონოდათ ურთიერთობა, სხვადასხვა დედაქალაქში დავალებებს იღებენ. ეს ელჩები თავიანთი ქვეყნების დავალებების გამცენტრალიზირებლები არიან აგენტურული ოპოზიციისთვის. ამაში სიახლე არაფერია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ.

მსგავსი