ლევან მაჭავარიანი – „ნაცებში“ ფული აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო, სამარცხვინოდ იქცევიან, ფული უჭირთ, რაც ძალიან კარგია, პოლიტიკური ველი აგენტურული აქტორებისგან უნდა მოსუფთავდეს

15:17, 28.07.2026

ოპოზიციაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე ბევრი საუბარიც შეუძლებელია. „ალიანსში“ და „ნაცებში“ ფულიც აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო. სამარცხვინოდ იქცევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობისთვის მხარდამჭერებისგან შემოწირულობებს ითხოვს.

„ნანუკა ჟორჟოლიანის არჩევას აპირებენ – დაღუპულები არიან. ეს სპექტაკლის ნაწილია მათი გარე პატრონების მხრიდან, ვისაც სურს, საზოგადოების ყურადღება სწორედ ამ დაღუპულ ოპოზიციაზე გადავიდეს, „ლელო“ და გახარია კი ამ სპექტაკლების მიღმა დატოვონ, თითქოს დამოუკიდებელი ძალები არიან, დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ, ვინაიდან გარე პატრონები 2028 წლის არჩევნებზე ფსონის დადებას „ლელოსა“და გახარიაზე აპირებენ. აგენტურას და მდიდარ „ენჯეოებს“ დაფინანსება საგრძნობლად შეუმცირდათ, როდესაც ტრამპმა ბეჭედი დაუსვა იმას, რაზეც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით და ვამტკიცებდით. ამერიკამ NED-ი და USAID-ი პირდაპირ კრიმინალურ ორგანიზაციებად გამოაცხადა, რის გამოც აგენტურას დაფინანსების, სულ მცირე, ნახევარი შეუჩერდა. ეს დაფინანსება უკვე მთლიანად დააწვა ბრიუსელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობას სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ებრძვის. შესაბამისად, ფული უჭირთ. ეს ძალიან კარგია იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ველი ასეთი აგენტურული აქტორებისგან უნდა მოსუფთავდეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მსგავსი