ლევან მაჭავარიანი – „ნაცებში“ ბუნებრივი და ხელოვნური პროცესი მიმდინარეობს, ერთი იდეის გარშემო არ არიან გაერთიანებული, მხოლოდ ძალაუფლებაში მოსვლა უნდათ
„ნაცებში“ ბუნებრივი და ხელოვნური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია ის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთი იდეის გარშემო არ არიან გაერთიანებული და მხოლოდ ძალაუფლებაში მოსვლა უნდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას თავისი დასკვნა უკვე გაკეთებული აქვს.
„შესაბამისად, ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული. ხელოვნური პროცესია ის, რომ მათ პატრონებს ჩაფიქრებული აქვთ, ამ ხმაურისგან „ლელო“ და გახარია გამიჯნონ, რადგან ისინი ფსონის დადებას 2028 წლის არჩევნებზე სწორედ მათზე აპირებენ. გარე აქტორების მცდელობაა, ისე გამოჩნდეს, რომ ხმაურია მხოლოდ „ნაცების“ ამ დანაყოფში, ხოლო „ლელო“ და გახარია ცალკე მდგომი პარტიები არიან. ვისაც ეს აგენტები ემსახურებიან, გარე ძალებმა როგორი კონფიგურაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საზოგადოებას თავისი დასკვნა უკვე გაკეთებული აქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.