ლევან მაჭავარიანი - გახარიას პარლამენტში შემოსვლა დაავალეს, რადგან „დიფ სთეითის“ მესვეურები მიხვდნენ, რომ ქუჩაში დატოვებული ოპოზიციით ვერაფერს გახდნენ და რადიკალებს არეულობის საშუალებას არ მივცემთ
ლევან მაჭავარიანი - გახარიას პარლამენტში შემოსვლა დაავალეს, რადგან „დიფ სთეითის“ მესვეურები მიხვდნენ, რომ ქუჩაში დატოვებული ოპოზიციით ვერაფერს გახდნენ და რადიკალებს არეულობის საშუალებას არ მივცემთ

გახარიას უფროსებს 12 მანდატი ჰქონდათ შემონახული და ახლა ცდილობენ, ბოლო კარტები არ გადაყარონ. გახარიას პარლამენტში შემოსვლა დაავალეს, რათა მათი მესიჯბოქსი აგენტების მიერ პარლამენტის შიგნიდან გახმოვანდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებაზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„გიორგი გახარიას პარტია ჩიხშია და აბსურდის თეატრში ტრიალებს. მათი კომენტარები სასაცილოა. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბულინგის მსხვერპლიც აღმოჩნდნენ და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. პარლამენტში მათი შემოსვლა მეტყველებს, რომ, როგორც იქნა, „დიფ სთეითის“ მესვეურებმა სიმართლეს თვალი გაუსწორეს და მიხვდნენ, რომ ქუჩაში დატოვებული ოპოზიციით ვერაფერს გახდნენ, 4 ოქტომბრის რევოლუცია ვერ შედგა და რადიკალებს საშუალებას არ მივცემთ, ქვეყანაში არეულობა იყოს. გახარიას უფროსებს 12 მანდატი ჰქონდათ შემონახული და ახლა ცდილობენ, ბოლო კარტები არ გადაყარონ. გახარიას პარლამენტში შემოსვლა დაავალეს, რათა მათი მესიჯბოქსი აგენტების მიერ პარლამენტის შიგნიდან გახმოვანდეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.