ლევან მაჭავარიანი – ევროკავშირს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნება

13:26, 28.09.2026

ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება, ამაზე ყველაზე კარგად ის მეტყველებს, როდესაც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს არ ახსენებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს მინისტერიალზე იწვევენ, საქართველოს არ პატიჟებენ, თითქოს ის შავ ზღვას არ ესაზღვრება.

„ადრე თუ გვიან, რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. რაც შეეხება უშუალოდ გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, ეს 2030 წლამდე არ მოხდება. ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება გასაწევრებლად“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ „ეს არის ევრობიუროკრატების უგუნური პოლიტიკის შედეგი“.

„მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ დღეს ურთიერთობა ბრიუსელის ბიუროკრატიასთან არ გვქონდეს. მათ არანაკლებ გაფუჭებული ურთიერთობა აქვთ ამერიკასთან, ვიდრე საქართველოსთან. არ მგონია, საქათველოს და აშშ-ის ერთად ისეთი რამ დაეშავებინათ, რომ დღეს ბრიუსელთან ფაქტობრივდ ურთიერთობა არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი კლასი გადახედავს თავის უგუნურ პოლიტიკას და ურთიერთიბები დალაგდება, როგორც ჩვენსა და ბრიუსელს შორის, ასევე ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ევროკავშირის მოსახლეობისთვის, ისე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის უსაფრთხიების ქოლგა, რომელსაც ნატო სთვაზობს ევროკავშირს და ამის მთავარი გარანტორი ამერიკის შეერთებული შტატებია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გამოცემა „პოლიტიკომ“ ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომლის მიხედვით, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებენ.

მსგავსი