ლევან მაჭავარიანი – ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, მშვიდობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

13:51, 10.03.2026

მიუხედავად არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მაჭავარიანი ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებს, რომლის თანახმად, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

მისი შეფასებით, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, და როდესაც რეგიონში ამდენი უბედურება ტრიალებს, ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას.

„ჩვენი ეროვნული, ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. როდესაც ჩვენთან ძალიან ახლოს ამდენი უბედურება ტრიალებს, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას.

მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე.

საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით! ვინც ჯერ კიდევ ვერ ათვითცნობიერებთ ამ ფაქტს, უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.

მსგავსი