ლევან მაჭავარიანი – არ მგონია, ევროპარლამენტში დებატებისას რაიმე შეიცვალოს და აღარ იყოს მათი მხრიდან არასერიოზული და უსამართლო დამოკიდებულება

11:01, 25.11.2026

არ მგონია, ევროპარლამენტში დებატებისას რაიმე შეიცვალოს და აღარ იყოს მათი მხრიდან არასერიოზული და უსამართლო დამოკიდებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი პროცესი სავარაუდოდ გაგრძელდება.

„ისეთ რეზოლუციებს იღებენ, სადაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად წერენ, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებსაც პოლიტპატიმრებს უწოდებენ. ეს მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტმა დანაშაული მოინანია და ბრალი აღიარა. ისინი კი, მათ პოლიტპატიმრებად მაინც უნამუსოდ მოიხსენიებენ. ხშირად, მათ დებატებს ესწრებიან – ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ბექა ყორშია, ლაშა ბუღაძე და თითქოს ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს. ასეთ მიდგომას თუ გააგრძელებენ, მათი უფლებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავადვე ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები რეზოლუციის პროექტზე, რომლის სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

მსგავსი