ლევან მაჭავარიანი - 2025 წელს დასრულდება როგორც ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, ასევე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მოსახლეობას დავპირდით და პირობას აუცილებლად შევასრულებთ
მოსახლეობას დავპირდით და პირობას აუცილებლად შევასრულებთ – 2025 წელს დასრულდება როგორც ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, ასევე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭავარიანის თქმით, პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.
„დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობისთვის ერთი თვე მივეცით, რადგან ზღვა მასალაა და დღეში ასობით განცხადება შემოდის. საშუალებას ვაძლევთ, თვითმმართველობის არჩევნებზე გავიდნენ, სადაც მოსახლეობა პასუხს გასცემთ. არ იქნება სპეკულაცია, თითქოს იმიტომ ავკრძალეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის გვეშინოდა. პირიქით, მათ უცხოელ უფროსებს მოვუწოდებთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და მათი რეიტინგის ლუსტრაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, დაანონსებულ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.