ლევან კორღალიძე - ევროტურნირის შემდეგ ელიგაზე გადმორთვა რთულია #1TVSPORT
„იბერიის“ მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ ეროვნულ ლიგაში „სამტრედიასთან“ (3:1) გამარჯვება შეაფასა და იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე ისაუბრა, რომელიც კონფერენსლიგაზე დამარცხების შემდეგ გუნდს სჭირდება.
„ევროტურნირის შემდეგ ეროვნულ ლიგაზე გადმორთვა ყოველთვის რთულია. ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებით რომ დავბრუნდით.
ჩვენ ველოდით, რომ ძალიან რთული და დაძაბული თამაში იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „სამტრედია“ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა, კარგად დაბალანსებული გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა.
ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზაცია თუ ვერ მოვახერხეთ, გაგვიჭრდება. ამიტომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. იმედია, შემდეგ თამაშებში უკეთესი რეალიზაცია გვექნება და უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ“, – ამბობს „იბერიის“ მწვრთნელი.