ლევან კობიაშვილი – სანიოლთან ერთად ჩვენმა ნაკრებმა გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება აჩუქა #1TVSPORT

11:23, 27.09.2026

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასულ ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული წლებისთვის.

მასთან ერთად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება აჩუქა.

სანიოლის დროს ნაკრებმა ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია – პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება. დაუვიწყარ მოგონებად დარჩება პირველად გაჟღერებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი, თამაში და ისტორიული გამარჯვება ევრო 2024-ზე.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებთან ერთად მიღწეული ისტორიული შედეგები სამუდამოდ დარჩება ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში.

მადლობა ვილის პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული ერთგულებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რაც ერთად განვიცადეთ. მადლობა ვილი“, – წერს ლევან კობიაშვილი.

მსგავსი