ლევან კობიაშვილი - იმ დასანანი შეცდომის შემდეგ ერთიანობა შევინარჩუნეთ და შედეგი ამანაც მოგვიტანა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გუნდში არსებული ერთსულოვნება იყო, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.
„ვილის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. თუ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებ, არ არსებობს, არ დაფასდეს. ჩვენს ახალგაზრდებს ზუსტად ამას ვეუბნები. ეს ყველაფერი დღეს დაგვიბრუნდა და ძალიან მიხარია.
გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული (ხვიჩა კვარაცხელიას ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ლუქსემბურგთან შეხვედრა გამოტოვა), მაგრამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და ამან კიდევ უფრო გაგვაძლიერა. გვჯეროდა, რომ ეს შედეგს მოიტანდა და ასეც მოხდა. ესაა ერთიანობის შედეგი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.