ლევან კობიაშვილი - ჩვენი ნაკრების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული მოვლენაა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ევრო 2024-ის დაწყებამდე სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ გუნდისთვის ეს ტურნირი განსაკუთრებულია.
„დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება! ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული გუნდი დიდ საფეხბურთო ფორუმზე კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრებთან ერთად იასპარეზებს. ამ დღეებისთვის თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად ემზადება.
ჩვენი გუნდისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული მოვლენაა. ის, რომ დებიუტი სწორედ გერმანიაში შედგება, პირადად ჩემთვის ორმაგი დატვირთვის მატარებელია, რადგან აქ გავატარე ჩემი პროფესიული კარიერის უდიდესი ნაწილი.
ის სიხარული, რომელიც ყველამ ერთად გავიზიარეთ, პირველი სადებიუტო თამაშის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდება. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს და სრულიად საქართველოს“, – წერია ლევან კობიაშვილის მიმართვაში.