ლევან კობერიძე - ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურის წინ განსაკუთრებით მრავალფეროვანი ბრალდებები ისმის, რაც წინასაარჩევნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობაა 
ლევან კობერიძე - ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურის წინ განსაკუთრებით მრავალფეროვანი ბრალდებები ისმის, რაც წინასაარჩევნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობაა 

ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ განსაკუთრებით მრავალფეროვანი ბრალდებები ისმის, რომელთა უმრავლესობა რეალობას მოკლებულია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ბრალდება, რომლის შესახებაც განცხადებები კეთდება, ორივე მხარის პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

„ბრალმდებლის, ოპოზიციის მხრიდანაც სახელისუფლებო გუნდზე შეტევა უაპელაციოდ არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას ხელს არ უწყობს. ამიტომ მათი პასუხისმგებლობაცაა. ამასთან, თუ რამე ფაქტი დადასტურდება, შესაბამისი სტრუქტურები პასუხს აუცილებლად გასცემენ. თუ ვინმე რამეში დამნაშავეა, ესეც გამოჩნდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

კობერიძის შეფასებით, ჯერჯერობით ჩანს, რომ ეს უფრო წინასაარჩევნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობას უკავშირდება.