ლევან ხაბეიშვილი - ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა
ლევან ხაბეიშვილი - ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა

ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა შეიცვალა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდით?“

ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რა დროსაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე, ევროპულ მომავალზე და მოქალაქებს 9 აპრილს აქციაზე გასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.