ლევან ხაბეიშვილი - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი
ლევან ხაბეიშვილი - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა და დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაში შეიტანს ლომის წვლილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი გაერთიანება ერთობლივი ძალებით გაიმარჯვებს.

„მიხეილ სააკაშვილის გარშემო, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, და დარწმუნებული ვარ, ასეთი მრავალი იქნება, ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე. მინდა, გითხრათ, ის მიზნები, რაც ჩვენ გვაქვს: ჩვენ ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს პენსიონერებს, რომ 400 ათასამდე პენსიონერს გაუნულდება საპენსიო სესხი, რომელიც კაბალურ პირობებში აქვს აღებული. ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ უფასო კვება, ბიტკოინებიდან მილიარდებს რომ იპარავს ბიძინა ივანიშვილი და წელიწადში დაახლოებით ათ მილიარდამდე ლარს ჰპარავენ მოსახლეობას, მოპარვის ნაცვლად, ტარიფები უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს. ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.